რუსული ძალების მიერ ხარკოვზე „შაჰედებით“ თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

11 ივლისი 2025, 10:13 122 ნახვა

რუსმა სამხედროებმა დილით ხარკოვს შეუტიეს. როგორც უკრაინული მედია წერს თავდასხმისას რუსულმა მხარემ „შაჰედები“ გამოიყენა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ამასთან, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო დაწესებულება. ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაზიანდა სამშობიარო, სადაც ქალები ახალშობილებთან ერთად იმყოფებოდნენ.

იერიშების სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის ოლქიც. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და ელექტროგადამცემი ხაზი.

რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. 

გაეროს მონაცემებით, ივნისის თვეში უკრაინაში 232 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში