ლონდონის „ჩელსი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

14 ივლისი 2025, 11:40 99 ნახვა

ლონდონის „ჩელსი“ ფიფა-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ტურნირის ფინალში ინგლისურმა გუნდმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო. მატჩს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპიც დაესწრნენ. „პარი სენ-ჟერმენს“ სეზონში მეოთხე ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა — გუნდი გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ლონდონელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კოულ პალმერმა, მისივე პასით კი ჟოაო პედრომ მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. „ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველი ტიტული ლონდონურმა კლუბმა 2021 წელს მოიპოვა. ამ მაჩვენებლით „ჩელსი“ ბრაზილიურ „კორინთიანსსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ გაუთანაბრდა. მათზე მეტჯერ შეჯიბრება მხოლოდ „ბარსელონამ“ (სამი) და მადრიდის „რეალმა“ (ხუთი) მოიგეს. შემდეგი გათამაშება 2029 წელს გაიმართება, ფიფა-ს მასპინძელი ქვეყანა ჯერ არ დაუსახელებია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში