18 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით , ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს.
ტურნირის მიმდინარეობისას ბათუმის ქვიშის არენაზე დღეში ოთხი მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგს:
ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს პირველად მასპინძლობს. ჩვენმა ქალაქმა გასულ წელს B დივიზიონს უმასპინძლა.
საერთო ჯამში ბათუმში A დივიზიონის ორი ჯგუფი იასპარეზებს.
ბათუმის ქვიშის არენაზე ყველა მატჩზე დასწრება თავისუფალია.