პარლამენტთან 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დღესაც ჩატარდა. რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა დაზარალებული მაკო გომური. პროკურატურამ ასევე გამოჰკითხა კიდევ ერთი დაზარალებული გიორგი ჭუმბურიძე. მაკო გომურის თქმით, 2029 წლის 20-21 ივნისს, რაც მოხდა, სისტემური დანაშაული იყო და ეს თითოეული პირის პასუხისმგებლობაა, ვინც ამ სისტემაში იყო.