პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

17 ივლისი 2025, 10:41 138 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე - 2000 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.დ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი