საგამოძიებო მოქმედებები 20 ივნისის საქმეზე

17 ივლისი 2025, 14:05 106 ნახვა

20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება ამ ღამეს დაზარალებული პირები. 

საგამოძიებო ექსპერიმენტში დღეს 5 ადამიანი მონაწილეობს.საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობამდე, მათ თავდაპირველად საქართველოს პროკურატურას მიმართეს, სადაც ისინი გამოიკითხნენ და აღნიშნული ჩვენებების გათვალისწინებით ახლა  საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობენ.  

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი