მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვევა

21 ივლისი 2025, 09:00 75 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყაზახეთში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ტრანსპორტის მინისტრთან, ნურლან საურანბაევსა და ენერგეტიკის მინისტრთან, ერლან აკენჟენოვთან.

ყაზახეთის შემდეგ მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთს ეწვევა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი