საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში მზად ვართ, „ბათუმელების“ ანგარიშებს ყადაღა მოეხსნას და დავალიანების შესაბამისი გრაფიკით დაფარვის საშუალება მიეცეს - შემოსავლების სამსახური

22 ივლისი 2025, 15:08 113 ნახვა

საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში მზად ვართ, „ბათუმელების“ ანგარიშებს ყადაღა მოეხსნას და დავალიანების შესაბამისი გრაფიკით დაფარვის საშუალება მიეცეს, – ამის შესახებ განცხადება შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ანგარიშებზე ყადაღის დადება ავტომატურ რეჟიმში ხდება, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით.

„საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა „ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით.

განვმარტავთ, რომ საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ყადაღის დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით.

შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი