რუმინეთში ძლიერი წყალდიდობაა

30 ივლისი 2025, 14:22 181 ნახვა

რუმინეთში ძლიერი წყალდიდობაა. დრონით გადაღებულ კადრებში ქვეყნის  აღმოსავლეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის მასშტაბებია ასახული. სასწრაფო რეაგირების სააგენტოს განცხადებით, ძლიერმა წვიმამ და ქარმა ქვეყნის ცხრა ოლქში 25-მდე სოფელი დააზარალა.

ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია. ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე შეფერხებულია  სატრანსპორტო მოძრაობა.  სტიქიამ ყველაზე ძლიერ ნეამტისა და სუჩავის ოლქები დააზარალა, სადაც ორი მდინარე ადიდდა, რის შედეგადაც 66 წლის მამაკაცი დაიღუპა და ასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი