სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა-ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს, მანამდე სტივ უიტკოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეხვდა.
დღეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლებს.
"როიტერის" ინფორმაციით, სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას მისცემს.
დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მომავალ შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ორი ქვეყანა მრავალი წელია ომშია, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოიტანა.
ტრამპი მხარეებს შორის სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერასაც გეგმავს.