რუსულმა ძალებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 3 ადამიანი

18 აგვისტო 2025, 09:15 121 ნახვა

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 1 ბავშვია. ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის თქმით, დაშავებულ 17 ადამიანს შორის 6 ბავშვია. ტერეხოვის თქმით, რუსებმა „შაჰედებით“ ხარკოვის სამრეწველო რაიონზე მიიტანეს იერიში. ერთ-ერთი დარტყმა საცხოვრებელ კორპუსს მიაყენეს.

„შენობის ჩამონგრევის გამო, არსებობს რისკი, რომ ადამიანები ნანგრევების ქვეშ დარჩნენ. სასწრაფო სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, - აცხადებს ტერეხოვი

წინასწარი ინფორმაციით, დილის 06:36 საათზე მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი გამოიყვანეს, რომელიც შესაძლოა, დაღუპული ბავშვის დედა იყოს. ქალი ცოცხალია და შესაბამის დახმარებას იღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში