„ღამის სერენადები"

25 აგვისტო 2025, 10:18 122 ნახვა

საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები“ გრძელდება. ბათუმის დრამატულ თეატრში  ფესტივალის ფარგლებში, მეორე კონცერტი  სახელწოდებით "ვივალდის ციებ-ცხელება" გაიმართა. მსმენელის წინაშე მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან წარსდგნენ.

საღამოზე, ასევე მონაწილეობა მიიღო ფესტივალის ორკესტრმა “საქართველოს ვირტუოზები“. პარალელურად მოეწყო მხატვარ ელდარ ქავშბაიას პერსონალური გამოფენა. 

საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი საღამო ბათუმში 26 აგვისტოს გაიმართება. წარმოდგენილი იქნება კონცერტი სახელწოდებით “ტანგოს სული“.

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები“ წელს მე-17-ედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში 6 კონცერტი გაიმართება ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი