ასობით მიგრანტი გადაარჩინა ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულებთან და არგუინეგინის პორტში გადაიყვანა. 248 არალეგალ მიგრანტს შორის იყო ახალშობილი, რამდენიმე ბავშვი და ქალი. ესპანელმა მაშველებმა ზოგიერთ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
2024 წელს დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებზე ჩასული მიგრანტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 15 აგვისტოს გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, წელს ჩასულთა რიცხვი 46.7%-ით შემცირდა.
ატლანტის ოკეანის მარშრუტი განსაკუთრებით საშიშია, რადგან უამინდობამ შეიძლება ადვილად გადააბრუნოს ტივები და ნავები, რომლებსაც მიგრანტების უმეტესობა იყენებს.