ფესტივალის ,,ღამის სერენადების" მესამე, დასკვნითი კონცერტი ბათუმში დღეს 20 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.
წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამა სახელწოდებით „ტანგოს სული“, რომელიც არგენტინული ცეკვით არის შთაგონებული.
მაყურებლის წინაშე წარსდგებიან სოლისტები მარიო სტეფანო პიეტროდარკი, თამარ ლიჩელი, კვინტეტი „საქართველოს ვირტუოზები“.
საკონცერტო პროგრამა კი ასტორ პიაცოლას, მარტინ პალმერის, რობერტო მოლინელის, იგორ სტრავინსკისა და ანხელ ვილოლდოს ნაწარმოებებით შედგება.
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები“ წელს მეჩვიდმეტედ ტარდება და ბათუმში, ბორჯომსა და თბილისში სულ 6 კონცერტს მოიცავს.