თელ-ავივში მომიტინგეებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს

26 აგვისტო 2025, 13:45 157 ნახვა

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მომიტინგეებმა თელ-ავივის მახლობლად მდებარე მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტეს და საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს.

ისრაელის დროშებითა და ყვითელი ბანერებით ხელში აქციის მონაწილეები მძევლების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო გამოსვლები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ისინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეთანხმების მიღწევაში დახმარებას სთხოვენ. ისრაელის ვარაუდით, ჰამასის ტყვეობაში 50 მძევალია დარჩენილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში