დღეს ევრობასკეტი 2025 იწყება

27 აგვისტო 2025, 12:04 100 ნახვა

დღეს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება. 2025 წლის კონტინენტის პირველობას ოთხი ქვეყანა - ლატვია, პოლონეთი, კვიპროსი და ფინეთი უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს, რომლებიც ოთხ ჯგუფში განაწილდებიან. ჯგუფური ეტაპის შემდეგ 16 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას, სადაც ერთმატჩიანი ოლიმპიური სისტემა იმოქმედებს.

ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს საქართველოს ნაკრები, რომელიც C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, კვიპროსი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან.

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების განრიგი კი ასეთია: 28 აგვისტო - საქართველო – ესპანეთი; 30 აგვისტო - საქართველო – იტალია; 31 აგვისტო - საქართველო – საბერძნეთი; 2 სექტემბერი - საქართველო – კვიპროსი და 4 სექტემბერი - საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში