საქართველოს ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში

01 სექტემბერი 2025, 09:50 192 ნახვა

ქვიშის ფეხბურთში საქართველოს 2025 წლის ჩემპიონი თბილისის “არმია“ გახდა. დაძაბულ ფინალში “არმიამ“ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის სპორტული ცენტრის გუნდი “ბათუმი“ ანგარიშით 9-ით 2 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით “არმიამ“ ევროპის ჩემპიონთა თასის საგზური მოიპოვა. საქართველო ჩემპიონი მონაწილეობას მიიღებს 2026 წლის ჩემპიონატში, რომელიც პორტუგალიაში გაიმართება. ქვიშის ფეხბურთის 2025 წლის გათამაშებაში 10 გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდა და ფინალური მატჩები 29-31 აგვისტოს ბათუმის ქვიშის მოედანზე იმართებოდა.

ორგანიზატორი ფეხბურთის ფედერაცია,  ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და აჭარის ფუტსალისა და ქვიშის ფეხბურთის ფედერაციაა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში