საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს თურქეთს შეხვდება 

04 სექტემბერი 2025, 11:11 102 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს თბილისში, "დინამო არენაზე" თურქეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ჯვაროსნებმა გუშინ დინამო არენაზე ბოლო  ვარჯიში გამართეს.დღევანდელ თამაშში ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდებიან.   

რამდენიმე დღეში, 7 სექტემბერს ამავე სტადიონზე ეროვნული ნაკრები უკვე ბულგარეთის გუნდს დაუპირისპირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში