ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად პაკისტანელი შაბანა მაჰმუდი დაინიშნა. მთავრობაში გადაადგილებები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განახორციელა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები, პრემიერის მოადგილის, ანჯელა რეინერის გადადგომამ გამოიწვია, რომელიც პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა. კერძოდ, რეინერი ბინის შეძენისას გადასახადების ბოლომდე არგადახდაში დაადანაშაულეს. მან თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა, რის შემდეგაც, მისი თანამდებობა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ დაიკავა.
შინაგან საქმეთა მინისტრად კი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პაკისტანური წარმოშობის შაბანა მაჰმუდი დაინიშნა.
ამის შემდეგ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა მაჰმუდის ფოტო, რომელიც მან X-ზე 2014 წელს გამოაქვეყნა, სადაც პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.