საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი აშშ-ის თავდაცვის ახლად დანიშნულ ატაშეს შეხვდა

12 სექტემბერი 2025, 17:50 127 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახლად დანიშნულ ატაშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოსა და აშშ-ის შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. 

შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ახლად დანიშნულ სამხედრო ატაშეს - პოლკოვნიკ ჯონათან ადამსს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა. 

შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის მოადგილეები - პოლკოვნიკი დავით ბიწკინაშვილი და პოლკოვნიკი გივი გორდაძე, ასევე, სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ატაშე - ვიცე-პოლკოვნიკი რედ კრისტენსენი და აშშ-ის საელჩოს საზღვაო მრჩეველი - სტივენ ბაუერი ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი