ბათუმში საგამოფენო სივრცე „გალერეა ჩიგოგიძე“ გაიხსნა.
ორ საექსპოზიციო დარბაზში 6 მხატვრის ნამუშევრებია წარმოდგენილი,მათ შორის არიან ბათუმელი მხატვრები გიორგი ბოლქვაძე, ირინა ტორონჯაძე, აკაკი ჯაში, ბექა ბოლქვაძე, ლუკა ბესელია ასევე გამოფენილია ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები.
გალერეის გახსნის მიზანი ადგილობრივი და დამწყები ხელოვანების ხელშეწყობა, თუმცა გარდა გამოფენებისა ასევე ამ სივრცეში პრეზენტაციების ,ლექციების და კულტურული საღამოების მოწყობა იგეგმება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე