ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია რთულდება - ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
ცნობილია, რომ უკვე ათი დღეა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მხოლოდ სარეზერვო გენერატორებზე მუშაობს.
სამინისტროს ცნობით, მათი მუშაობისთვის საწვავის მიმდინარე მარაგი საკმარისი კიდევ 10 დღე იქნება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე