ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ფორსა ლეიდასთან“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 86:91 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ 23 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
„ბარსელონა“ ლიგა ენდესაში ორი ტურის შემდეგ მოგების გარეშეა, მომდევნო ტურში კი, 19 ოქტომბერს, სტუმრად მალაგას „უნიკახას“ შეხვდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე