ხელვაჩაურის საკრებულოში დღეს არსებული შემადგენლობის ბოლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, მათ შორის ბიუჯეტის შესრულების სამი კვარტლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც მიმდინარე ფინანსური დოკუმენტის შემოსულობების ნაწილი 87,2 %-ით, ხოლო ხარჯვითი 83,6%-ით შესრულდა.
დღესვე მხარი დაუჭირეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი იღებს.
სხდომას ესწრებოდა ხელვაჩაურის მერი. საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე დღეს სხდომას ბოლოჯერ უძღვებოდა.
ახალი მოწვევის საკრებულოს მისი თქმით არჩილ მხეიძე უხელმძღვანელებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე