შემოვლითი გზის მშენებლობა

18 ოქტომბერი 2025, 11:51 146 ნახვა

სამტრედია გრიგოლეთის გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ტერიტორიაზე მაგისტრალის პირველ მონაკვეთზე ხიდის აღდგენა მიმდინარეობს. 11-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 10 კილომეტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო ხიდის აღდგენის შემდეგ მოძრაობა ავტოტრანსპორტისთვის  გაიხსნება.

სამშენებლო სამუშაოები  გრძელდება  სამტრედია–გრიგოლეთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზეც. პირველ 6 კილომეტრზე დასრულებულია გზის ზედასაფარის, სადრენაჟე ფენისა და თვალამრიდების მოწყობა; მიმდინარეობს ხიდებისა და სატრანსპორტოკ ვანძების მშენებლობა.

მონაკვეთი ქალაქ ლანჩხუთისადა მიმდებარე სოფლების დასახლებებს გვერდს აუვლის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სატრანსპორტო დატვირთვას და გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას. სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში