ბათუმი კარატეში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

23 ოქტომბერი 2025, 10:13 128 ნახვა

25-26 ოქტომბერს ბათუმის სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირის BATUMI OPEN-ს უმასპინძლებს, რომელშიც 13 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.

შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე 18 წლამდელები გავლენ. ტურნირის მეორე, დასკვნით დღეს კი პირველად გაიმართება ბათუმის „გრან-პრი“ ერთ, - აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, რომელშიც 32 ვაჟი და 25 გოგო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპისა მოქმედი ჩემპიონები და პრიზიორები.

დეტალურად აღნიშნული ტურნირისა და ჩვენი გუნდის მზადების შესახებ რვასაათიან „მთავარში“ მოგიყვებით.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე