თურქეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ტელეარხის, „ტელე1“-ის მუშაობა შეწყვიტა

26 ოქტომბერი 2025, 11:31 106 ნახვა

თურქეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ტელეარხის „ტელე 1“-ის მუშაობა შეწყვიტა, ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, არხის მთავარ რედაქტორს, ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და დააკავეს, ხოლო თავად არხი  ე.წ დროებით მმართველობაში გადავიდა.
ამავე საქმეზე, დაკითხვაზეა დაბარებული სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუც. ისრაელის გამოცემა წერს, რომ იანარდაღი, რომელიც იმამოღლუს საარჩევნო კამპანიის დროს მუშაობდა, ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის აგროვებდა ინფორმაციას ამომრჩეველთა შესახებ, რისთვისაც ტელეარხ „ტელე1“-ს იყენებდა. იანარდაღი მის დაკავებას ქვეყნის ტოტალიტარიზმისკენ სვლად და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დარტყმად აფასებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე