რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში მიიტანეს

26 ოქტომბერი 2025, 11:33 102 ნახვა

რუსეთმა ღამის განმავლობაში იერიში მიიტანა კიევზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების  სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 29 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვია. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად დესნიანის რაიონში, 9 სართულიან საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ერთი დრონი მოხვდა 16 სართულიან შენობას. ასევე თავდასხმის შედეგად ობოლინის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე