დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა. მედიის ცნობით, პრეზიდენტმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა თავისი ადმინისტრაციის ძალისხმევას, უზრუნველყოს და გააფართოოს აშშ-ის მიწოდების ჯაჭვი ახალი გლობალური შეთანხმებების მეშვეობით. ცენტრალური აზია ტრამპმა „უკიდურესად მდიდარ რეგიონად“ მოიხსენია. პრეზიდენტის თქმით, ის ხუთივე ქვეყანასთან ამერიკის პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია. შეხვედრისას, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის პრეზიდენტმაა, კავშირების გაღრმავების შესახებ მზაობა გამოთქვა.