ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ნაწილიდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას ადასტურებს ოფიციალური ტოკიოც. იაპონიის მთავრობის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკის ზონის მიღმა ზღვაში ჩავარდა. ქვეყნის პრემიერის თქმით, ამ დროისტვის ზიანზე ინფორმაცია არ ვრცელდება. გარდა ამისა, ოქტომბერში ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე მოკლე რადიუსის რაკეტაც გაუშვა.