გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტს აჰმედ ალ შარაას და შინაგან საქმეთა მინისტრს დაწესებული სანქციები მოუხსნა. რეზოლუციას მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა, თავი შეიკავა ჩინეთმა. გაერო-ში ვაშინგტონის ელჩის განცხადებით, ეს არის „ძლიერი პოლიტიკური სიგნალი“, რომელიც აღიარებს, რომ სირია ბაშარ ალ ასადის გადაყენების შემდეგ ახალ ეპოქაში იმყოფება. ცნობისთვის, პრეზიდენტი ალ შარააი მომავალ კვირაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩავა სადაც დონალდ ტრამპთან შეხვედრასაც გეგმავს.