ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციებს ამკაცრებს. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეებს მრავალჯერადი ვიზის მიღების უფლება აღარ ექნებათ და ევროკავშირში ყოველი მოგზაურობისას ახალი ვიზა დასჭირდებათ.
ევროკომისიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების რისკების გაზრდისა და ვიზის ბოროტად გამოყენების პოტენციური შემთხვევებით ხსნიან.
კაია კალასის თქმით, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, „ევროკავშირი ამკაცრებს სავიზო წესებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, ევროპის ტერიტორიაზე დრონების მოძრაობით გამოწვეული შეფერხებებისა და დივერსიების გაგრძელების ფონზე.
დაამატა, რომ ომის დაწყება და ევროპაში თავისუფლად გადაადგილების მოლოდინი ძნელი გასამართლებელია.