ქობულეთის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვი ორით გაიზრდება

15 ივნისი 2017, 00:00 3216 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვი ორით გაიზრდება და  20 -ის ნაცვლად 22 იქნება. ეს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ინიციატივას მხარს დაუჭერს.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა და საკითხზე მსჯელობას შემდეგ სასესიო კვირაში დაიწყებენ. თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილება არ შეეხება აჭარაში მოქმედ სხვა საკრებულოებს. ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა უცვლელი დარჩება.

ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 78-ით გაიზრდება. პარლამენტში განმარტავენ, რომ ცვლილება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა და მაგალითად, 4 ათასიდან 10 ათასამდე მოსახლეზე ერთი მაჟორიტარი დაემატება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში