ანტისანიტარია და გაუწმენდავი ქუჩები

02 აგვისტო 2017, 00:00 2883 ნახვა

ზღვის სეზონის აქტიური და დატვირთული თვე დაიწყო. ბათუმს აგვისტოში ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ამ ფონზე კი მოუწესრიგებელია სანდასუფთავების სისტემა. “მთავარმა” გადაიღო კადრები ძველ ბათუმში, სადაც გადავსებულია ნაგვის ურნები და სასურსათო ნარჩენებისგან გამოწვეული არასასიამოვნო სუნია. შესაბამის სამსახურში ამბობენ, რომ კონტეინერებს გეგმიურად რეცხავენ, თუმცა რამდენად საკმარისია მსგავს ვითარებაში, ურნების მხოლოდ თვეში ერთხელ გამორეცხვა?

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში