ბათუმის ბულვარში ,,სტარტაპ-მარკეტი“ გაიხსნა. მცირე მეწარმეებს სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლებს საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ.
წარმოდგენილია როგორც ხელნაკეთი ნივთები, ასევე საკვები პროდუქტი. გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე მონაწილეობს, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე