თანადაფინანსებით ახალი საცხოვრებელი ათმა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა

17 ოქტომბერი 2017, 00:00 2803 ნახვა

სახელმწიფო პროგრამა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, დღეს იუსტიციის სახლში საცხოვრებელი ფართები 10 ეკომიგრანტ ოჯახს დაურეგისტრირდა. მიმდინარე კვირას საცხოვრებელს ჯამში 13 ოჯახი დაიკანონებს. 

რეგისტრაციის პროცესს, ბათუმის იუსტიციის სახლში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მ დაესწრო. მინისტრმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა მიულოცა.

მიმდინარე წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისი 81-მა ოჯახმა უკვე მიიღო, პროგრამა წლის ბოლომდე გრძელდება.
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება, თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 96-მა ოჯახმა შეიძინა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში