საფრანგეთში 13 ნოემბრის ტერაქტების დროს დაღუპულები გაიხსენეს

13 ნოემბერი 2017, 00:00 2242 ნახვა
00:00
00:00

საფრანგეთში 13 ნოემბრის ტერაქტების დროს დაღუპულები გაიხსენეს. ეს დღე ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკულ თარიღად შევიდა. მოქალაქეებმა თავდასხმების ადგილები ყვავილებით შეამკეს. 2 წლის წინ ტერორისტების კოორდინირებულმა ჯგუფმა საფრანგეთში თავდასხმების სერია განახორციელა.

,,ევრონიუსის" ცნობით, აფეთქებები ,,სტად დე ფრანსიდან" რამდენიმე მეტრზე, სენ-დენის რამდენიმე ბარსა და კაფეში, ასევე დედაქალაქის ცენტრში მოხდა.  დამნაშავეებმა საკონცერტო დარმაზის ,,ბატაკლანის" სტუმრები მძევლად აიყვანეს. ტერაქტებს 130 ადამიანი ემსხვერპლა. 350 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ,,ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ქვეყანაში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ორი კვირის წინ, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შიდა უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის კანონს მოაწერა ხელი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ჩაანაცვლა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი