იყო თუ არა პარალიზებული შუახევის გამგეობა? - ურთიერთბრალდებები

27 ივნისი 2016, 00:00 3527 ნახვა

ფრაქცია ''თავისუფალი დემოკრატების'' წევრი შუახევის საკრებულოში გელა აბაშიძე გამგეობის წევრებს მოსახლეობისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამუშაო დღეს გამგეობა პარალიზებულია და პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები ადგილზე არ იმყოფებიან. ბრალდებას წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს იურიდიული განყოფილების უფროსი. ჯიმშერ აბაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამგეობის წევრების ნაწილი თბილისში ფოლკლორულ დღესასწაულზე იმყოფებიან, გამგეობა პარალიზებული არაა და მოქალაქეებს სრულყოფილ მომსახურებას უწევენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი