პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იურიდიული კომიტეტი განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედებით კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით ცვლილებები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ხორციელდება.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, კონსტიტუციის დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ - ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
მათ ნებისმიერი პარტიის წევრობა ან ახალი პარტიის შექმნა აეკრძალებათ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე