საკანონმდებლო ცვლილება შეკრება-მანიფესტაციების წესში

15 ოქტომბერი 2025, 11:14 108 ნახვა

დღესვე პარლამენტი შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრების ინიციატივის განხილვას იწყებს. ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს.

ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია - ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

კანონი კიდევ უფრო მკაცრი იქნება დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ან ისეთ მანიფესტაციაში მონაწილეობის დროს, როდესაც პროტესტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში