ქურდობის ათამდე ფაქტი 10 დღეში ქობულეთსა და მახინჯაურში

02 თებერვალი 2018, 00:00 3651 ნახვა

გახშირებული ქურდობა ქობულეთსა და ბათუმში. 6 სახლი გაქურდეს, ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ათ დღეში ქობულეთის ერთ-ერთ დასახლებაში, აქედან პოლიციას ორმა მიმართა. ქურდობის 3 ფაქტი დაფიქსირდა ასევე მახინჯაურშიც, 1 განაცხადია შესული პოლიციაში.  

არ ვიცით როგორი იქნება სტატისტიკა 2018 წლისთვის, თუმცა ცნობილია, რომ რეგისტრირებული ქურდობის ფაქტები 2016 წელთან შედარებით 2017-ში საგრძნობლადაა მომატებული. ქურდობა ბინაში შეღწევით 13 პროცენტითაა გაზრდილი, საცავის ან საწყობის გაქურდვის ფაქტები კი 17-ით. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში