აჭარაში 8 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

16 თებერვალი 2018, 00:00 2570 ნახვა

აჭარაში 8 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. მეექვსე საჯარო სკოლაში სამუშაოების ფარგლებში დამატებითი კორპუსი აშენდება. გარემონტდება ქალაქის რამდენიმე სკოლა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება მაღალმთიანი რაიონების სკოლებს.

კონკურსში მონაწილე კომპანიებს მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების გამოცდილების ქონა მოეთხოვებათ. რეგიონში სულ 39 საჯარო სკოლა განახლდება. სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში