რომან დუმბაძის ახლობლები პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ

10 მაისი 2018, 00:00 2208 ნახვა

წინასწარ პატიმრობაში მყოფ რომან დუმბაძის ახლობლები, პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დუმბაძე ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, 13 დღის წინ, სამართალდამცველებმა წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.  

მათივე თქმით, წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებულს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა. 30 აპრილს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით - 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ახლობლები ირწმუნებიან, რომ რომან დუმბაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობა არ მოეპოვებათ.

ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. ისინი  ფაქტების გამოძიებას ითხოვენ.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში