აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი

11 ივნისი 2018, 00:00 1498 ნახვა

ინციდენტი მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში, სადაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა პოლიციამ სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანა. ვინაიდან საქმის განხილვა სამ საათამდე გადაიდო, კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული, როდესაც მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს.  რასაც კუპრავა არ დაემორჩილა და სასამართლო დარბაზში აიყვანეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში