საიმედო რძის პროდუქტების მიღების მიზნით ფერმერების ინფორმირება დაიწყო

17 ივლისი 2018, 00:00 2127 ნახვა

აჭარაში ფერმერებისთვის საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. საქმე ეხება წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ვაქცინაცია-იდენტიფიკაციას, რომლის გავლის გარეშეც ფერმერისგან რძის გადამამუშავებელი საწარმო რძეს აღარ ჩაიბარებს.

ცვლილება ძალაში მომავლიდან შედის, ასე რომ რამდენიმე თვე რჩებათ ფერმერებს რათა ჩაუტარონ შინაურ ცხოველებს ვაქცინაცია სხვადასხვა დააავდებაზე, ასევე იდენტიფიკაცია მოახდინონ საყურე ნიშნებით. აღრიცხვა სახელმწიფო პროგრამითაა გათვალისწინებული და უსასყიდლოდ ტარდება. პროექტს შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოები აფინანსებენ.

პროგრამას  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, მერსი ქორფსთან ერთად ახორციელებს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში