ევროკავშირის ელჩი აჭარაში

12 ოქტომბერი 2018, 00:00 2349 ნახვა

ევროსოფელი ბათუმში. ხვალ, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა გაქვთ გაიცნოთ ევროპა უფრო ახლოს და გაიგოთ, რას სთავაზობს ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას. ,,ევროპის დღეები 2018“ ანბანის კოშკთან გაიმართება და იგი განსაკუთრებით საინტერესო როგორც ორგანიზატორები აცხადებენ პატარებისთვის იქნება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის  ახალი ელჩი საქართველოში.

კარლ ჰარცელმა  რეგიონში ვიზიტი  დღეს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული  პროექტების გაცნობით დაიწყო. დიპლომატი აცხადებს, რომ მათთვის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და გარემოს დაცვაა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში