ვლადიმირ ვაისის გუნდმა D ლიგის 1-ელი ჯგუფის ბოლო მატჩში, ''დინამო არენაზე'' ყაზახეთს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა მეორე ტაიმში კი გოლები გიორგი მერაბიშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ახალი ტურნირის - ერთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში გამოსვლა ამ მატჩით დაასრულა.
„ჯვაროსნებმა“ ჯგუფის მოგებასა და C ლიგის საგზურს, ევრო 2020 - ის პლეი ოფის ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება და საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-4 კალათში განთესვა დაუმატა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს თბილისის გარდა თელავში, ქუთაისში, ამბროლაურსა და ბათუში ქომაგობდნენ.