ზუგდიდში დაკავებული ენმ-ის ერთ აქტივისტს ბრალი წარედგინა, მეორე - გათავისუფლდა

12 აპრილი 2019, 00:00 992 ნახვა

ზუგდიდში დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე პოლიციამ გაათავისუფლა, ხოლო მესამე დაკავებული, პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.  

დაკავებულ მანუჩარ ჩხეტიას ადვოკატის, თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით წარუდგინეს .

ამავე კატეგორიაში