რა ჩაიღვარა არდაგანის ტბაში? დაბინძურების უცნობი წყარო და მორიგი შემთხვევა

05 მაისი 2019, 21:30 2148 ნახვა

არდაგანის ტბის დაბინძურების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. დაბინძურების კვალი განსაკუთრებით ტბის ზედაპირზე და ნაპირთან შეინიშნება. ინფორმაციას ადასტურებენ „ბათუმის წყალში”, თუმცა აცხადებენ, რომ დაბინძურების წყარო ჯერ იდენტიფიცირებული არ  არის და ტბის ზედაპირი სპეცტექნიკის დახმარებით  მექანიკურად  უკვე გაიწმინდა.

ფაქტის შესახებ ინფორმირებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური, სადაც განმარტეს, რომ  ამ შემთხვევაზე  მოკვლევა ხვალიდან დაიწყება. ბოლო 2 კვირაში, არდაგანის  ტბის დაბინძურების,  ეს უკვე მორე შემთხვევაა. 26 აპრილს მომხდარ ფაქტზე  მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში