აქციაზე დაკავებული 51 მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლეს 

26 ივნისი 2019, 13:34 1328 ნახვა

თბილისი საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს დაკავებული კიდევ 51 პირი გაათავისუფლეს. 

''25  ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის  პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის  21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა  51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე,  51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან'' - წერია განცხადებაში.

აქციების დროს სულ 305 ადამიანი დააკავეს, მაშინ 121 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა, მათ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს ან სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში